რუსეთის სატვირთო თვითმფრინავი იძულებით ეშვება
ისლამური ტერორიზმის დედაქალაქში – ქალაქ ყანდაღარის აეროდრომზე. ხუთი
რუსი პილოტი დატყვევებულია ფანატიკოსი თალიბების მიერ. მათ მოუწევთ 378
დღის გატარება ჯოჯოხეთში. როგორ შეიძლება არ გაყიდო სამშობლო,თუ ამისთვის
თავისუფლებას გპირდებიან? როგორ შეიძლება შეინარჩუნო რწმენა, თუ ამისთვის
სიცოცხლეს გპირდებიან? როგორ შეიძლება დარჩე იგივედ, თუ ამისთვის –
სიკვდილი გემუქრება? პასუხი ერთია - უნდა გაიქცე... აეროდრომზე მათ
თვითმფრინავი ელოდებათ. ასაფრენ ზოლზე - დანაღმული ველია,
გამანადგურებლები – ჰაერში, სტინგერები – ხმელეთზე. მაგრამ სახლში
დაბრუნების სხვა შანსი არ არსებობს…